რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: მხოლოდ ზელენსკის შეუძლია გადაწყვიტოს, შედგება თუ არა რუსეთთან მოლაპარაკება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის.

"მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა და როდის მზადაა მოლაპარაკებისთვის [რუსეთთან], რა კონტექსტში და რის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ უნდა შედგეს". - თქვა ჯონ კირბიმ. 

კომენტარები