კახეთი

15 და 14 წლის გოგოების გაუპატიურების შემთხვევები – შსს-მ მამა და მამინაცვალი დააკავა

shutterstock

კახეთის ორ სხვადასხვა სოფელში 14 და 15 წლის გოგოები გააუპატიურეს. პოლიციამ მომხდარზე 15 წლის გოგოს მამა და 14 წლის გოგოს მამინაცვალი დააკავა.  

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 15 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ პოლიციას სკოლამ აცნობა. 

ერთ შემთხვევაში, მამის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ გაუპატიურებას გულისხმობს. მამინაცვლის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით - 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 

კომენტარები