დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

პოლიციის ალ-აკსაში შესვლის შემდეგ, ღაზამ და ისრაელმა ერთმანეთზე იერიშები მიიტანეს

ისრაელის პოლიციელები ალ-აკსას მეჩეთთან
Reuters

5 აპრილს ისრაელის პოლიცია იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში შევიდა, რასაც ჯერ მათი პალესტინელებთან შეტაკება, შემდეგ კი ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვება მოჰყვა.

ინციდენტი მუსლიმთა წმინდა თვეში, რამადანის დროს და ებრაელთა პასეხის პარალელურად მოხდა. წლის ეს პერიოდი იერუსალიმში მუდამ დაძაბულია. არსებობს 2021 წლის 11-დღიანი ომის მსგავსი ესკალაციის შიშები.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 16 რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელის საჰაერო ძალების საპასუხო იერიშები მოჰყვა. მათ იერიშები ღაზის მმართველი რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის იარაღის საწარმოებზე მიიტანეს. 

ამას გარდა, მოწმეთა თქმით, ისრაელმა ჰამასის პოზიციებს ცეცხლი საზღვართან ტანკებიდანაც გაუხსნა.

პოლიციამ ალ-აკსას მეჩეთში გამაგრებული 350-მდე არაბი გამოიყვანა. 

კომენტარები