რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი შოიგუს განცხადებაზე: ეს არის რუსეთის წმინდა ბლეფი

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ბელარუსისთვის ბირთვული შესაძლებლობის Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას ბლეფი უწოდა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform ავრცელებს. 

"რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის რუსეთის ფედერაციის წმინდა ბლეფი. მათ დიდი სურვილი აქვთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ მოლაპარაკებები და ჩვენს ზურგს უკან მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათთან ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. [...] რუსეთს სურს მოლაპარაკებებში შემოსვლა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, მათ შორის, იყენებს ე.წ. ბირთვულ შანტაჟს.

[...] თუ რუსეთი ბელარუსს ქობინებს აწვდის, რადგან ახლა Искандер-М-ის მიწოდების საშუალება აქვთ - როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გააგრძელებენ სიტუაციის გამწვავების მცდელობას." - ამბობს დანილოვი.

ამასთან, დანილოვის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ბელარუსული სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების ნაწილმა ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა მიიღო. 

"ბელარუსის მოიერიშე ავიაციის თვითმფრინავების ნაწილმა მიიღეს მოწინააღმდეგის ობიექტებზე ბირთვული იარაღით დარტყმის შესაძლებლობა". – თქვა შოიგუმ. 

ამას გარდა, შოიგუმ აღნიშნა, რომ ბელარუსის არმიას გადასცეს ბირთვული შესაძლებლობის Искандер-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების სისტემები. 

შოიგუს თქმით, ეს ხდება NATO-ს მიერ რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მზადყოფნისა და სადაზვერვო აქტიურობის გაზრდის პასუხად.

25 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.


ურანის შემცველობის მიუხედავად, მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი სტრატეგიულთან შედარებით დაბალი სიმძლავრისაა და მისი მიზანი ბრძოლის ველზე ტაქტიკური ობიექტების განადგურებაა. რუსეთის შეიარაღებაში ბირთვული შესაძლებლობის მქონეა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემები.

კომენტარები