საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი სტატუსზე: იმედი მაქვს, პასუხი დადებითი იქნება, თუმცა ეს გზის დასასრული არ არის

ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობა მიმდინარეობს, წელს მოგვიანებით საქართველოს პროგრესს შევაფასებთ, დეკემბერში კი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე 27 ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა ერთხმად უნდა მიიღოს, ეს ნიშნავს, რომ თითოეული წევრი უნდა დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას.

კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საკმარისი პროგრესი მიღწეულია, ბოლოსთვის, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება და საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არ იქნება გზის დასასრული, საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ, როგორც ევროკავშირის დელეგაცია, მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს მოითხოვს ეროვნულ კონსენსუსს, ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას ინკლუზიურად, კომპრომისულად და კონსტრუქციული სულისკვეთებით.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ მედიასთან საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საუბრის დროს. 

კომენტარები