აზიის განვითარების ბანკი

ADB საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას და ინფლაციის განახევრებას ვარაუდობს

აზიის განვითარების ბანკი 2023 წელს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას ვარაუდობს. 2024 წელს კი, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი. 

ახალი ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 4.5%-ით გაიზარდოს, ხოლო 2024 წელს 5%-მდე - მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ. 

როგორც ბანკი პროგნოზირებს, 2023 წელს სავარაუდოდ 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი განახევრდება და 6% იქნება, 2024 წელს კი, კიდევ უფრო შემცირდება და 4%-იან ნიშნულს მიუახლოვდება. ანგარიშის მიხედვით, მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2023 წელს ექსპორტის ზრდის 10.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 11.2% იქნება. რაც შეეხება ფულადი გადარიცხვებს, გზავნილები წელიწადში 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, "რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც სავარაუდოდ სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს". 

აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკურ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში, ამასთან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდა მომგებიანი იქნებოდა. 

" გასული წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება".- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, 2023 წელს ინვესტიციების ზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი.  

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.ბულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

კომენტარები