აზიის განვითარების ბანკი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 464 000 ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ფინანასთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება წარადგინა, რომლის რატიფიცირებასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა. შეთანხმება აზიის განვითარების ბანკის მიერ 464 000 ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს.

პროექტის საინვესტიციო კომპონენტის მიზანია პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მან ეფექტურად მართოს COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვა, მიწოდება და ვაქცინის პროგრამის მართვის მონიტორინგისა და შეფასების შემუშავება, განხორციელება, ფინანსური მენეჯმენტი, გარემოს დაცვა, მათ შორის სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი და გენდერთან დაკავშირებული საქმიანობა. მხარდაჭერა ასევე მოიაზრებს პროექტის აღმასრულებელი სააგენტოს პერსონალთა და ექსპერტთა უზრუნველყოფას, მათთვის ტრენინგების ჩატარებას.

პროექტი, სავარაუდოდ, 2023 წლის 30 აპრილამდე უნდ დასრულდეს.

კომენტარები