საქართველო-ევროკავშირი

რინკევიჩი: მთავრობის გადასაწყვეტია – მართლაც სურს თუ არა განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი შეხედულებები თავს მოვახვიოთ მათ [საქართველოს] და ამას არც ვაპირებთ. მაგრამ ასევე, ჩვენ გვაქვს უფლება არ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის, თუკი ქვეყანა არ იქცევა, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი

ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ – ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი.

[...] საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული: სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის.

თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები