სახალხო დამცველის აპარატი

ლევან იოსელიანმა ერთერთ მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი წარადგინა

ახალმა სახალხო დამცველმა, პარტია მოქალაქეების ყოფილმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა - ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. აღსანიშნავია, რომ ნათია ჯულაყიძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

ელენე ღუდუშაური, ნათია ჯულაყიძე და ლევან იოსელიანი

"ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ელენე ღუდუშაური კი, კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას" - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.

სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ პოსტები დატოვეს.

კომენტარები