აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

პრემიერი: კონგრესში შეჭრისას 4 პირი მოკლეს, ჩვენთან თურმე ნორმაა, პოლიციას ცეცხლი გაუხსნან

რა თქმა უნდა, მიუღებელია ის, რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში. ეს არის მიუღებელი. საერთოდ, ერთი რამე მინდა შევახსენო ყველას - აშშ-ში კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, ნორმაა ის, ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს - არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვიზამთ.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას.

კომენტარები