რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლება: რუსეთმა გასული დღის განმავლობაში რაიონი 20-ჯერ დაბომბა

ხერსონის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა რეგიონის მიმართულებით ნაღმმტყორცნებიდან, რეაქტიული სისტემებიდან, არტილერიიდან და ტანკებიდან 131 ჭურვი ისროლეს.

"გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონი 20-ჯერ დაბომბეს, 131 ჭურვი ისროლეს ნაღმმტყორცნებიდან, რეაქტიული სისტემებიდან, არტილერიიდან და ტანკებიდან. ხერსონის დასახლებული კვარტლებს კი რუსეთი ერთხელ დაესხა თავს, ქალაქს 4 ჭურვი მოხვდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები". - წერია განცხადებაში.

ხერსონის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის აგრესიას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები