საქართველო-ევროკავშირი

ვოლსკი: ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას

ვიოლა ფონ კრამონი მთავისი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი ჩამოვიდა, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლური პოლიტიკის, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა. და ყველაფერი უკვე ნათელი გახდა. ფაქტიურად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია სისხლთან, აუცილებლად დაკავშირებულია ადამიანურ მსხვერპლთან [...] და ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს.

[...] საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები და ლობისტები არიან , რომლებიც ასევე საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პირველ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით ტაბულას, ევროპული საქართველოს, თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით გამართულ აქციაზე მივიდა და დაკავებულს სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები