აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ღუდუშაური: ცეცხლს ეთამაშებით, თუ სახელმწიფოს დამხობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ

ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ სახელმწიფოს თუ დაუპირებთ დამხობას, ჩვენ საზოგადოებას თუ დაუპირებთ აპოკალიფსის მოწყობას, თქვენ მიიღებთ საკადრის პასუხს. ეს მინდა მათ იცოდნენ ძალიან მკაფიოდ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ არ უნდა დადგეს. ბედავენ და პოლიციელზე ასეთი სახის, მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი - მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს თუ დაწვავენ, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი იქნება შეუვალი.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური. დღეს, პირველ აპრილს ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 20:00-ზე დაიწყება.

კომენტარები