ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე კამათისას სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.