ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ბოკერია გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

იმის მიუხედავად, თუ რა კონკრეტული მტკიცებულებები იქნება გასაჯაროვებული ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული ივანიშვილის რეჟიმმა იმ პროპაგანდით, რაც აწარმოა მის წინააღმდეგ, უკვე თვითონ აქცია სიმბოლოდ.

ის, რაც უკვე ვიცით კობახიძის ამაზრზენი განცხადებიდან, მათი პროპაგანდიდან და იქიდან, თუ რა ნიშნით შეარჩიეს ეს ახალგაზრდა ადამიანი, ეს უკვე ამ რეჟიმის ბოროტების სიმბოლოა. მხოლოდ ამიტომაც კი, უკვე ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

ხვალ, 1 აპრილს, ევროპული საქართველო და პარტნიორი ორგანიზაციები ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

კომენტარები