რაც არ უნდა ეცადოთ და მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები გაავრცელოთ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით, ევროკავშირი საქართველოში ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და მშვიდობიან განვითარებას პირდაპირ ემსახურება. ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხს თავს მოახვიოთ ეს მოდელირებული სცენარები, რაც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ. რაც არ უნდა ეცადოთ, დაამტკიცოთ, რომ თითქოს ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან, ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება - ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.
პრეზიდენტი პარლამენტში
ზურაბიშვილი: ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ
tbl.ge/6bmj
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილისაქართველოს პარლამენტიმეორე ფრონტიპრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებასაქართველოს მთავრობაქართული ოცნებაპრეზიდენტი პარლამენტში
ამავე თემაზე
- მდინარაძე: პრეზიდენტმა მიზნად დაისახა, ოცნების პიარული გარუსების კამპანიას შეუწყოს ხელი
- ინჯია: კაპიტოლიუმში შეჭრილები 10-15 წლით დაისაჯნენ, აქ შეიძლება პოლიციას მოლოტოვი გადაასხა?
- უსუფაშვილი პრეზიდენტს: ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით
- პრეზიდენტი ოცნებას: რაც არ უნდა ეცადოთ, ხან მიჩივლოთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ვერ შემცვლით
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნებიდან გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრის ადამიანებმა