ქართული ოცნებიდან ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა. თქვენს რიგებში აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე. პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ. პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა დისკუსიაზე, ღია დისკუსიაზე. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.
პრეზიდენტი პარლამენტში
ზურაბიშვილი: ქართული ოცნებიდან გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრის ადამიანებმა
tbl.ge/6bmh
დაკოპირდა

მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლებს.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: პრეზიდენტმა მიზნად დაისახა, ოცნების პიარული გარუსების კამპანიას შეუწყოს ხელი
- ინჯია: კაპიტოლიუმში შეჭრილები 10-15 წლით დაისაჯნენ, აქ შეიძლება პოლიციას მოლოტოვი გადაასხა?
- უსუფაშვილი პრეზიდენტს: ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება, უფრო წინ ვყოფილიყავით
- პრეზიდენტი ოცნებას: რაც არ უნდა ეცადოთ, ხან მიჩივლოთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ვერ შემცვლით
- ზურაბიშვილი: ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ