კენტუკის შტატი

აშშ-ში, კენტუკის შტატში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – BBC

GETTY IMAGES

აშშ-ში, კენტუკის შტატში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივ სამხედრო ბაზაში ადასტურებენ

ჯერჯერობით უცნობია, რამდენია ინციდენტის შედეგად დაშავებული. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 9-მდე ავიდეს. 

BBC-სთან ინტერვიუში Fort Campbell-ის სამხედრო ბაზის სპიკერმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენები ერთმანეთს სამხედრო წვრთნის პროცესში შეეჯახა. 

ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

კომენტარები