გენური ინჟინერია

მეცნიერებმა ორი მამრობითი სქესის თაგვისგან ჩანასახის გამოყვანა შეძლეს

მეცნიერებმა ორი მამრობითი სქესის თაგვისგან ჩანასახის გამოყვანა შეძლეს. ეს მსგავსი ტიპის პირველი შემთხვევაა და მათივე თქმით, რეპროდუქციული ბიოლოგიისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. 

კვლევის მიხედვით, გენური ინჟინერიის პროფესორის, კაცუჰიკო ჰაიაშის ხელმძღვანელობით, სამეცნიერო გუნდმა იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტში მამრობითი სქესის თაგვების კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედი მიიღეს. მდედრობითი სქესის თაგვში გადანერგვის შემდეგ კვერცხუჯრედიდან ჯანმრთელი წრუწუნები გაჩნდა. 

სამომავლოდ კვლევის შედეგები შესაძლებელია დაეხმაროს უშვილობის პრობლემების მოგვარებას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენაში. თუმცა ექსპერიმენტის ადამიანებზე გამოცდა ახლო მომავალში არ იგეგმება. მეცნიერების თქმით, მანამდე კვლევის შედეგების საფუძვლიანად შესწავლა მოუწევთ. 

კომენტარები