თეა წულუკიანი

წულუკიანი: სამჯერ დაფიქრდით, სანამ შეიშმუშნებით, ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცა ვიღაცას სახლში მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, იმიტომ, რომ ჩვენი სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული, თუ ღმერთი არ გწამთ, სამჯერ არ დაფიქრდეთ, ხუთჯერ დაფიქრდით.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ფორმულას კითხვაზე, რომელიც თათია სამხარაძის სახლთან პოსტივის გადამღები ჯგუფების ამ დრომდე მორიგეობას ეხებოდა.

კომენტარები