ფრანკლინის კლუბი

წულუკიანი: ალბათ, უფრო ლევან რამიშვილის კლუბია და არა – ფრანკლინის

როგორც ირკვევა ფრანკლინის ე.წ. კლუბი გახლავთ რეალურად ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც მე არ მგონია, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ დიდ ადამიანთან, რომლის სახელსაც ატარებს და მე არ მგონია, რომ ეს სამუშაო იდეოლოგიური, რაც ამ ახალგაზრდებზე, ამ კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის.

ეს, ალბათ, უფრო არის არა ფრანკლინის კლუბი, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომელსაც მავანი ცდილობს, გამოიყენოს მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის და ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, რომ დღეს არ არის ის ხელისუფლება სახელმწიფოს სათავეში, რომელიც მაშინ იყო და ახლა სხვა ხელისუფლებაა, სხვა რეალობაა, როგორც ისტორიული, ასევე, პოლიტიკური.

რომ ქართული სახელმწიფო არ არის ის, რაც იყო 2003 წელს, არის 2023 წელი და რეალურად, მაინც ეს ადამიანები არიან, ვინც ეს კლუბი დააფუძნა და იდეოლოგიურ სამჭედლოდ აქცია პოლიტიკური მიზნებისთვის, მაინც არიან კმარას ნოსტალგიაში. ამიტომ, ამ კლუბის საქმიანობას ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად, იმიტომ, რომ არ იკვეთება, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტი და ახალგაზრდებს რთავენ ისეთ პროცესებში, რომელიც საბოლოო ჯამში, ღმერთმა არ ქნას, შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივიც არის.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ფრანკლინის კლუბზე, რომლის წევრებსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანარქისტებს და ექსტრემისტებს უწოდებს.

კომენტარები