ფრანკლინის კლუბი

კალაძე: ფრანკლინის სკოლა საინტერესო მიმართულებაა, ხალხს დეტალურ ინფორმაციას მივაწყვდით

იქ [აქციაზე] იყვნენ ადამიანები, ვისაც მართლა ევროპული მომავალი [უნდა] და ეს თემა მათთვის წითელი ხაზია. ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. მაგრამ, იყო უამრავი ადამიანი იქ - გირჩის ახალგაზრდული, რომელიც სპეციალურ ტრენინგებს გადის, ენმ-ს ახალგაზრდული, ფრანკლინის სკოლა, რომელიც საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა, ზოგადად და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ამასთან დაკავშირებით. 

დააკვირდით, როდესაც დაიწყო ეს შეტაკებები - მოლოტოვის კოქტეილები, ქვების სროლა, სპეცრაზმის ჯგუფი დაიხევდა უკან და მაშინვე უკან ბრუნდებოდნენ, იგივე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ გარკვეული არეულობები და დაპირისპირებები კიდევ უფრო სიღრმეებში წასულიყო. მაგრამ, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ააყირავონ. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე იმედის ეთერში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციასა და ფრანკლინის კლუბზე საუბრისას. მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა ფრანკლინის კლუბის კრიტიკა სამთავრობო მედის ეთერით დაიწყეს, კლუბმა მოუწოდა იმედის წამყვანებს, მიიწვიონ პირდაპირ ეთერში, სადაც მათ ნამდვილ შინაარსსა და საქმიანობაზე საუბარს შეძლებენ. 

კომენტარები