ფრანკლინის კლუბი

რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან? – პრემიერი, რომლის შვილი ფრანკლინის უნიში სწავლობს

მინდა, იმ საფრთხეზე გესაუბროთ, რომელიც ე.წ. ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის აქტივობას უკავშირდება. გირჩი-მეტი თავისუფლება და ფრანკლინის კლუბი. ჯერ ფრანკლინის კლუბი, საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ. მეორე და მთავარი, რაც ფრანკლინის კლუბში მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი პროგრამა და გეგმა. რომ იტყვიან, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა მიდის. მოსწავლეებისა და სტუდენტების. უკვე 1 000-ზე მეტი სტუდენტი არის ამ კლუბის მონაწილე. ესენი არიან არა ფრანკლინის კლუბის, არამედ, ანარქისტული მოძრაობის წევრები. 7 და 8 მარტის აქციებს 1 000-ზე მეტი ანარქისტი ესწრებოდა. მათ კონკრეტული ინსტრუქციები ჰქონდათ მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ კონფლიქტში პოლიციასა და სპეცრაზმთან. მათმა წარმომადგენლებმა ისროლეს მოლოტოვის კოქტეილი და ახლა ჩვენმა ექსტრემისტებმა გაიკვირვეს, რომ თითქოს ეს არის ინტელექტუალური კლუბი და თითქოს აქ დემოკრატიულ ღირებულებებს ასწავლიან. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს. ეს უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა 1749 წელს დაარსა.

კომენტარები