Credit Suisse

Credit Suisse-ში ინვესტირების გამო საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გადადგა

საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამარ ალ ხუდაირი
Bloomberg

საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და Credit Suisse-ის უმსხვილესი აქციონერი, ამარ ალ ხუდაირი თანამდებობიდან გადადგა. პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა ხელი შეუწყო შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს აქციების ფასის ვარდნას და საბოლოოდ, კონკურენტი UBS-ის მიერ მის ყიდვას. 

ამარ ალ ხუდაირის საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი საიდ მუჰამედ ალ ღამდი შეცვლის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა Credit Suisse-ში ინვესტიციის განხორციელებიდან რამდენიმე თვეში $1 მილიარდიანი ზარალი განიცადა

აქამდე Bloomberg-თან ინტერვიუში საუბრისას ალ ხუდაირიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ეროვნული ბანკი Credit Suisse-ში შემდგომ ინვესტირებას არ აპირებს. კომენტარის გაკეთებიდან მალევე შვეიცარიული ბანკის აქციები რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. 

UBS-მა გაკოტრების პირას მყოფი კონკურენტი $3.2 მილიარდიანი გარიგების ფარგლებში შეიძინა. ტრანზაქცია შვეიცარიის ხელისუფლების პირდაპირი შუამავლობით განხორციელდა.

ვრცლად წაიკითხეთ: Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები