საჰაერო თავდასხმა სირიაში

პროირანული ძალები აშშ-ს სირიაში საჰაერო თავდასხმის საპასუხოდ სწრაფი რეაგირებით ემუქრებიან

ირანის უსაფრთხოების უმაღლესი ორგანოს პრესსპიკერის თქმით, აშშ-ს მიერ სირიაში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფის ბაზაზე მომხდარ თავდასხმებს სწრაფი რეაგირება მოჰყვება

აშშ-ს საჰაერო ძალებმა სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფის ბაზაზე მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანა, რასაც ჯამში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"ტერორიზმის გასამკლავებლად სირიის მთავრობის თხოვნით შექმნილ ბაზებზე ნებისმიერ თავდასხმას დაუყოვნებლივ მოჰყვება საპასუხო რეაგირება". - აღნიშნა ირანის უსაფრთხოების უმაღლესი ორგანოს პრესსპიკერმა.  

აქამდე, სირიული შეიარაღებული დაჯგუფება თავს, სავარაუდოდ ირანული დრონით, დაესხა კოალიციის ბაზას, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. დაიჭრა ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. აქედან ორს ადგილზე უმკურნალეს, სამი კი ერაყში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. თავდასხმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოხდა.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი დაზვერვის ცნობით, სირიელების მიერ გამოყენებული დრონი ირანული იყო.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანს გაფრთხილება გაუგზავნა, რომ აშშ მზად არის თავისი მოქალაქეების დასაცავად ძალა გამოიყენოს. 

"არ დაუშვათ შეცდომა: აშშ-ს არ სურს კონფლიქტი ირანთან, მაგრამ მზად ვართ, ძალისმიერად ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად". - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადაში. 

კომენტარები