საჰაერო თავდასხმა სირიაში

ისრაელის თვითმფრინავებმა დამასკოს აეროპორტთან იარაღის საწყობი დაბომბეს

ბაშარ ალ-ასადთან ასოცირებული სოციალური მედიის ინფორმაციით დღეს ისრაელის თვითმფრინავების მიერ სირიის საჰაეროს სივრცის გარედან გასროლილი მინიმუმ ორი რაკეტა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიასთან არსებულ იარაღის საწყობს მოხვდა.

ბოლო სამი კვირის მანძილზე ეს ისრაელის სამხედრო ძალების მხრიდან ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან ასოცირებულ სამიზნეებზე მესამე თავდასხმაა. ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელი თავის ჩრდილოეთ საზღვართან ირანის და ჰეზბოლას გავლენის გავრცელებას არ დაუშვებს.

კომენტარები