საჰაერო თავდასხმა სირიაში

სირიაში სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა

independent.co.uk

სირიის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია იდლიბში მდებარე სამშობიაროზე საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია "Save the children" - ზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია იუწყება. "Save the children"-ის ადგილობრივი ხელმძღვანელის ალან მაკდონალდის მტკიცებით, ავიაშეტევის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის პაციენტები და მედპერსონალიც არიან. საჰაერო შეტევაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

აღსანიშნავია, რომ იდლიბის პროვინციაში ეს ერთადერთი სამედიცინო პუნქტია, რომელიც თვიურად დაახლოებით 1300-მდე პაციენტ ქალსა და 700-მდე ახალშობილს ემსახურება. სამშობიარო საქველმოქმედო ორგანიზაცია "Save the children"-ის მხარდაჭერით აშენდა. 

სირიაში, 5 წლიან შეიარაღებულ კონფლიქტს, ბოლო მონაცემებით, 280,000 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები