დავით აღმაშენებლის ხეივანში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გადაიტვირთა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.