უნგრეთი

ორბანი: მარცვლეულის დერეფნის გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად 6 ქვეყანა ერთად იმოქმედებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირის 6 ქვეყანა უკრაინის მარცვლეულის დერეფნის გვერდითი ეფექტებისგან თავის დასაცავად კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდა. ამასთან დაკავშირებით იგი Twitter-ზე წერს

"ევროკავშირის საბჭო დასრულდა. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის კოორდინაციით, ზეწოლას მოვახდენთ ევროკომისიაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ფერმერები უკრაინის მარცვლეულის დერეფნის მავნე გვერდითი ეფექტებისგან. მადლობა მატეუშ მორავიეცკის". - წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი.

კომენტარები