გერმანია-საქართველო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა

"საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

[...] ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს". - ვკითხულობთ განცხადებაში

მანამდე, ანალენა ბერბოკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დილით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. 

კომენტარები