ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, მან წაიკითხა სააკაშვილის აღიარება, რომ ის არის დასავლეთის აგენტი. ეს არის სააკაშვილის სიტყვები, რომელიც გახმოვანდა სააკაშვილის ადვოკატის მეშვეობით. ჩვენ კარგად ვიცით, რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს ჩვენი ქვეყანა, როგორ ჩაგრეს, დატანჯეს ჩვენი ხალხი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუს ოკუპანტს. რუსეთის ბოლო ჯარი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს. რამდენიმე თვეში, ეს კაცი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არ გაჩერდნენ და დააბრუნეს კიდევ უფრო ძლიერად, ააშებებინეს ბაზები აფხაზეთში, სამაჩაბლოში.
tbl.ge/6bd6
დაკოპირდა

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე
- როთი: რატომ ემსახურება პრემიერი ღარიბაშვილი პრორუსულ ნარატივს?
- ბრიტანელი პარლამენტარი: კრემლის სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს პრემიერმინისტრისგან
- ბოკერია პრემიერზე: თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება მტრის ცრუ არგუმენტს იმეორებდე?
- ზარქუა ღარიბაშვილის უნგრეთში მიწვევაზე: ჩვენი ინტერესი მართლმადიდებლობის შენარჩუნებაა
- უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციაზე ღარიბაშვილი ერთ-ერთი სპიკერი იქნება