გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი მოულოდნელი ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა და პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა.
პოლონელი ხალხის სტუმართმოყვარეობისთვის და გულუხვი მასპინძლობისთვის პრინცმა პრეზიდენტს საჯაროდ გადაუხადა მადლობა.
პრინცი უილიამი სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელია, რომელიც პოლონეთში მყოფ სამხედროებს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჟეშუვში შეხვდა.
პრინცმა უკრაინის დახმარებისთვის ბრიტანელ და პოლონელ სამხედროებს მადლობა პირადად გადაუხადა.
"დღეს მე გავემგზავრე პოლონეთში, რათა შევხვედროდი ბრიტანელ და პოლონელ სამხედროებს. მეტი შევიტყვე მათი არაჩვეულებრივი საქმიანობის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან უკრაინას.
მათთვის ჩემი გზავნილი ყველას სახელით მადლობაა". - წერს პრინცი უილიამი Twitter-ზე.
პრინცი უილიამის თქმით, ბრიტანელი სამხედროების მოვალეობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყველას თავისუფლებას იცავენ.