მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თალაკვაძე სააკაშვილზე: სახელმწიფოს მიზანი არის, რომ მას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს

სახელმწიფოს მიზანი არის, რომ მას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს. სამწუხაროდ, მისი გარემოცვა და პოლიტიკური მეგობრები დღემდე სრულიად საპირისპიროთი იყვნენ დაკავებული, რომ არა მისი გამოჯანმრთელება, არამედ, მისი ჯანმრთელობის პოლიტიზება მოხდეს, რომ სახელმწიფოზე რაღაც ზეწოლა გააძლიერონ და აიძულონ, რომ მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, კონსტიტუციისა და კანონისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს [...] შეასრულოს ის რეკომენდაციები და დანიშნულება, რაც ექიმებისგან აქვს. ამ ორი მნიშვნელოვანი პირობის გარეშე, გამოჯანრთელებაზე ლაპარაკი თვალთმაქცობაა [...] ვისაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მართლა გაწუხებთ და გაინტერესებთ, სჯობს, რომ მთელი კონცეტრაცია მოახდინოთ და მთელი ძალისხმევა დახარჯოთ იმაზე, რომ მან სრულფასოვანი კვება და ექიმებთან თანამშრომლობა აღადგინოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. კლინიკა ვივამედი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის ვივამედში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კომენტარები