აშშ-ის სანქციები

აშშ-მ ირანის დრონების წარმოებაში ჩართულ ოთხ ორგანიზაციასა და სამ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-მ ირანსა და თურქეთში ოთხ ორგანიზაციასა და სამ პირს სანქციები დაუწესა. მათ ბრალად ედებათ ირანისთვის დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის (მათ შორის, ევროპული წარმოების ტექნიკის) მიწოდება. 

"ირანის უპილოტო საფრენი აპარატებისა და იარაღის გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს არამარტო რეგიონული, გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. აშშ გააგრძელებს იმ ორგანიზაციების გამოაშკარავებას, რომლებიც ირანს სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებენ". - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბრაიან ნელსონმა. 

აშშ-ს მიერ ირანისთვის აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვა მცდელობაა იმისა, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთისთვის დრონების გაგზავნა შეწყვიტოს. 

კომენტარები