ხელოვნური ინტელექტი

Google-მა საკუთარი ხელოვნური ინტელექტი - Bard შექმნა

Google-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ვერსია, სახელწოდებით - Bard შექმნა, რომელსაც კითხვებისთვის ადამიანის მსგავსი პასუხების გაცემა შეუძლია.

ჯერჯერობით Bard ხელმისაწვდომი შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლისთვის იქნება. მისი გამოყენება მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ინგლისურ ენაზე იქნება შესაძლებელი. სამომავლოდ იგეგმება მისი შესაძლებლობისა და მასშტაბების გაფართოება.

"მნიშვნელოვანია, რომ Google-მა ამ სივრცის ათვისება დაიწყო, რადგან ეს სწორედ ის მიმართულებაა, საითაც სამყაროს მომავალი მიდის". - აღნიშნა Google-ის სპეციალური პროექტების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ადრიან აუენმა.

ნოემბრის თვეში Microsoft-ის მხარდაჭერილმა სტარტაპმა, OpenAI-მა ჩატბოტი - ChatGPT შექმნა, რომელსაც კითხვებისთვის პასუხების გაცემა, ნაშრომების დაწერა და ნებისმიერ თემაზე მცირე ანგარიშის მომზადება შეუძლია. ამან Google-ის დომინაცია ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა 3-თვიანი მუშაობის შემდეგ Google-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ვერსია გამოუშვა.

Bard-ის მსგავს ტექნოლოგიაზე Google-ი 2015 წლიდან მუშაობს, თუმცა ცდომილებების გამო კომპანია მისი გასაჯაროებისგან აქამდე თავს იკავებდა. Google-ში აღიარებენ, რომ მცდარი ინფორმაციის გენერირების პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არაა, თუმცა ამაზე მუშაობას და მის დახვეწას განაგრძობენ.

კომენტარები