წეღან ვკითხულობდი გამოსვლამდე რაღაც ნიუსს... ეს იყო ბოლშევიკების მიდგომა, რაღაცაში ადანაშაულებ, 7 წლის წინ რაღაც მოხდაო, ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის ჟურნალისტი, POSTV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში. ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას. თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა თურმე და არ გახსენებია და ახლა გაახსენდა. [...] "როგორ არ გჯერა" ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა. როდესაც 7 წლის შემდეგ რაღაც ახსენდება ადამიანს, მე უფრო მგონია და ეს ჩემი აზრია, რომ ეს დიდი ალბათობით არის ამ ფაშისტური კამპანიის ნაწილი.
ჟურნალისტის შევიწროება
მდინარაძე ჟურნალისტის შევიწროებაზე: 7 წლის შემდეგ ახსენდება, ფაშისტური კამპანიის ნაწილია
