ფინეთი, ზედიზედ მეექვსედ, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. მეორე ადგილზეა დანია და მესამეზე ისლანდია. საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 137 ქვეყნიდან 90-ე ადგილზეა.
გაეროს მიერ ინიცირებული მდგრადი განვითარების გზების კავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს "მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშს", სადაც ჩამოთვლილია ქვეყნები ბედნიერების ინდექსის მიხედვით.
კვლევის დროს რესპონდენტებს დაუსვეს კითხვები მათი ცხოვრების შესაფასებლად 10-ბალიანი სისტემით. შემდგომ ხდება ამ შეფასებების შეფარდება ისევ ფაქტორებთან როგორიცაა: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური დახმარება, ცხოვრების ხანგრძლივობა, თავისუფლება, კეთილშობილება და კორუფცია.
კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ათი ყველაზე ბედნიერი ქვეყანა არის:
- ფინეთი
- დანია
- ისლანდია
- ისრაელი
- ნიდერლანდები
- შვედეთი
- ნორვეგია
- შვეიცარია
- ლუქსემბურგი
- ახალი ზელანდია
რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყანა ავღანეთია, ხოლო 136, 135 და 134 ადგილებს ლიბანი, სიერა-ლეონე და ზიმბაბვე ინაწილებენ.