სემ ნილი

მსახიობი სემ ნილი სიმსივნეს ებრძვის

Deadline

ახალზელანდიელი მსახიობი სემ ნილი სიმსივნეს ებრძვის. იურული ხანის ვარსკვლავის თქმით მას სისხლის კიბო აქვს.

გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში მსახიობმა დიაგნოზის შესახებ ილაპარაკა. ნილს მესამე სტადიის სიმსივნე ერთი წლის წინ დაუდგინეს. მსახიობმა ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა, რომელმაც შედეგი არ გამოიღო. ამ დროისთვის ნილი სპეციალურ პრეპარატს სვამს, რომელიც ყოველთვიურად ცხოვრების ბოლომდე უნდა მიიღოს. მსახიობი თავს კარგად გრძნობს, სიმსივნე რემისიის სტადიაშია.

ახალზელანდიელი მსახიობი მსოფლიომ სტივენ სპილბერგის Jurassic Park-ში შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. ამ დროისთვის სემ ნილი ავტობიოგრაფიაზე მუშაობს, 2024 წელს მისი მონაწილეობით სტრიმინგ სერვისზე Peacock სერიალი Apples Never Fall გამოვა. 

კომენტარები