ქართული ოცნება

ვოლსკი: განათლების მინისტრზე იყო საუბარი, შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თემაზე

გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი, შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თემასთან დაკავშირებით. გავცვალეთ გარკვეული აზრები ამ საკითხთან, ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც მოვისმინეთ. საკადრო გადაწყვეტილებების თემა საბოლოოდ თუ იქნება დადასტურებული, ამის თაობაზე განცხადებას ის ადამიანი გააკეთებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, კერძოდ, პრემიერმინისტრი.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 18 მარტს უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. 

კომენტარები