რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. რუსების იერიშების შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. ამასთან, დაშავებულია 18 ადამიანი". - თქვა კირილენკომ.

უკრაინული მხარის ცნობით, 18 მარტს, რუსმა სამხედროებმა Uragan-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

გარდა ამისა, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კონსტანტინოვკასაც ესროლეს. შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სავაჭრო ცენტრის შენობა.

კომენტარები