რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსები იტყუებიან, რომ ბახმუტის 70% ოკუპირებული აქვთ – ISW

ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW)  ბახმუტში რამდენიმე ობიექტის ოკუპაციასთან დაკავშირებით რუსი დამპყრობლების განცხადებების შესახებ ვიზუალური მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა. ISW-ის ინფორმაციით, არ არის მართალი, რომ რუსეთმა თითქოს ბახმუტის 70% დაიკავა.

ანალიტიკოსების აზრით, 8 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციამ დაიკავა ბახმუტის 50% და მას შემდეგ რუსული ძალები მნიშვნელოვანი წინსვლას ვერ ახერხებენ. ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომდევნო შეტევებში ოკუპანტები ყურადღებას ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევაზე გაამახვილებენ. 

მეტიც, ექსპერტებმა  ვერ იპოვეს მტკიცებულება ევგენი პრიგოჟინის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერი ბახმუტის ადმინისტრაციული ცენტრიდან 600-700 მეტრში არის.

ექსპერტის, ივან კირიჩოვსკის თქმით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგეს, რაც კიევის წინააღმდეგ მორიგი კამპანიისთვის იქნებოდა საკმარისი. 

დასავლეთის ცნობით, ბახმუტისთვის ბრძოლებში სულ მცირე 30 ათასი დამპყრობელი არის ლიკვიდირებული.

კომენტარები