ქართული ოცნება

კალაძე: რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში? ყველამ უნდა ვიაროთ და არა ცალ ფეხზე, არა მონებად

უამრავი განცხადებაა ამასთან [ომში ჩართვასთან] დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - დღესაც გრძელდება ეს მოწოდებები. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და ჩვენი სუვერენიტეტი.  

მონობა არ ვარგა არავის მიმართ - არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ. გამოდიოდნენ და პირდაპირ საუბრობდნენ ხომ, ამაზე - შეიძლება, საამაყოც იყოს რომელიმე ქვეყნის აგენტობაო. ჩემთვის მიუღებელია. ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ ცალ ფეხზე იდგეს და ცალ ფეხზე გააგრძელოს დამოკიდებულობა და მონობა, ეს მათი გადასაწყვეტია. ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს და ვისაც რუსული საქმე უკეთებია, ეს ხართ თქვენ [ჟურნალისტი]. რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში? ყველამ უნდა ვიაროთ და არა ცალ ფეხზე, არა მონებად. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

კომენტარები