დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მინისტრებს აეკრძალათ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება

GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთის მინისტრებს აეკრძალათ სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენება. მთავრობის მიხედვით, არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთის მთავრობას შესაძლოა ჰქონდეს წვდომა ბრიტანეთის სახელმწიფო მოხელეების ტელეფონებში არსებულ სენსიტიური ინფორმაციაზე. 

კაბინეტის მინისტრმა, ოლივერ დოუდენმა აღნიშნა, რომ აკრძალვა პრევენციული ხასიათისაა. 

TikTok-ი უარყოფს ბრალდებას, რომ ის მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთის მთავრობას აწვდის. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ არის პირველი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. 

14 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც, ასევე, სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის გამოყენებას კრძალავს.

2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში შტატების მზარდმა რაოდენობამ სახელმწიფო თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს სამთავრობო მოწყობილობებზე პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. ამის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ შესაძლო თვალთვალისა და "ჩარევის ოპერაციების" შესახებ FBI-ის გაფრთხილებაა. 

გასულ თვეს აშშ-ს სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა აპლიკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ შეაფასა. 

TikTok-ი ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedance-ს, რომელიც, ქვეყნის პარტიულ-სახელმწიფოებრივი სისტემის გათვალისწინებით, დიდწილად ჩინეთის მთავრობას ექვემდებარება. თავად TikTok-ი არ მუშაობს ჩინეთის შიგნით და კომპანია არ ინახავს აშშ-ს მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთში.

კომენტარები