რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

The Times of Israel

დიდი ბრიტანეთი მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ვრცელდება

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს ქველევრლი საქართველოსა და მოლდოვაში მოგზაურობისას (16-17 მარტი) მოლდოვაში ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების მხარდასაჭერად დამატებით 10 მილიონი ფუნტის დახმარების შესახებ გამოაცხადებს. საქართველოსთვის კი, ბრიტანეთი მომავალი წლის არჩევნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 500 000 ფუნტს გამოყოფს. 

"გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება მაშინ, როდესაც მოსკოვი ამ ორ ქვეყანაში დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის.

ჩვენ უნდა გავზარდოთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და დავიცვათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან.

მინისტრი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ გაერთიანებული სამეფო მოლდოველი და ქართველი ხალხის გვერდით დგას და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს, მიაღწიონ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები