მაგალითად, ირაკლი კობახიძემ რომ თქვას, ხაბეიშვილი კარგი კაციაო, ამაზე იცით როგორ ვინერვიულებ? არ ვიცი, შეიძლება, პოლიტიკიდანაც წავიდე, როცა კობახიძე მაგას იტყვის. კობახიძე ამერიკელებზე ამბობს, რომ ომის დაწყება უნდათ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, კუბილიუსით დაწყებული და ფოტიგათი გაგრძელებული, ზოგს აგენტებს ეძახის, ზოგს ნაციონალებს, ზოგს ამრევებს და ა.შ. კობახიძე რომ ამას ამბობს, ეს არანორმალური არ არის. თქვენ უნდა გაგიკვირდეთ, კობახიძემ სხვა რამე რომ თქვას. ის მუდმივად ცდილობს, მისი მთავარი ოპონენტი ვინც არის და ვისიც ქართულ ოცნებას ეშინია, რაღაცნაირად დააკნინოს ხოლმე. ეს მათი სტილია. სხვათა შორის, რუსული სტილია, რომ კნინობით ფორმაში ისაუბროს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხაბეიშვილი: კობახიძემ რომ ჩემზე თქვას, კარგი კაციაო, შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდე
tbl.ge/6b41
დაკოპირდა

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი გუნდისთვის დავით კეზერაშვილი ერთგვარი სეკრეტ სანტაა, რომელმაც მათ ლევან ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი აჩუქა. ასევე, კობახიძემ ხაბეიშვილს ენმ-ის ფორმალური თავმჯდომარე კიდევ ერთხელ უწოდა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




