აშშ-ისრაელი

მედია: ნეთანიაჰუმ მთავრობას აშშ-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის წევრებს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში გამგზავრებისგან და აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ იქამდე, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს. 

ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერმინისტრი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ პრემიერმინისტრად კიდევ ერთხელ არჩევიდან ორი თვის შემდეგ ნეთანაიჰუ თეთრ სახლში ჯერ არ მიუწვევიათ. 

მისი მთავრობის ფორმირებიდან ორი თვის შემდეგ, ნეთანიაჰუ არამარტო არ მიიწვიეს აშშ-ში, არამედ არც კი ყოფილა პირველადი საუბრები ასეთი ვიზიტის კოორდინაციაზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ნაფტალი ბენეტი, რომელიც თანამდებობაზე 2021 წლის ივნისში დაინიშნა, თეთრ სახლს იმავე წლის აგვისტოში ეწვია. 

კომენტარები