სახელმწიფოს სრული რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ პროცესი გაეგრძელებინა. ჩვენ ამ კანონის მიღება შეგვეძლო, თუმცა, ეს კანონპროექტი ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ, როცა სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა. თქვენ ნახეთ, რომ მინიმალური ზომების მიღებით, პროპორციული ძალის გამოყენებით - მხოლოდ წყლის ჭავლი, სპრეი და შესაბამისი გაზი იყო გამოყენებული. არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ მეორე მხრიდან ძალიან უხეში, სრულიად არაევროპული ძალადობა იყო. მეორე მხრიდან მძიმე პროვოკაციების მოწყობის რისკი არსებობდა, რასაც შეიძლებოდა, თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დაეყენებინა. ჩვენ ეს არ დავუშვით.
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
კობახიძე 7-9 მარტის აქციებზე: არავითარი უხეში ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ არ გამოყენებულა
tbl.ge/6b36
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში 7-9 მარტის აქციებზე, რომელიც პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ გაიმართა.
ქართული ოცნებაირაკლი კობახიძერუსული კანონირუსული კანონის საწინააღმდეგო აქციააქცია რუსული კანონის წინააღმდეგსაქართველოს მთავრობა
ამავე თემაზე
- ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- სპეცრაზმელების მიერ ნაცემ ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
- გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები
- აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს გამოვკითხავთ, გამოძიება 3 მუხლით დაიწყო – შსს
- პაპუაშვილი: პარალელებია მაიდანთან - მექორწილე წყვილით და სხვა ვიზუალებით იფუთება ძალადობა




