ქართული ოცნება

თალაკვაძე: ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა

ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, შემდეგ კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, მხარი არ დაუჭირა არც კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული არჩევანის შეტანას და არც პარლამენტში ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას, როდესაც ასეთ მოთხოვნას აყენებს, ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად შორსაა ერთმანეთისგან ნაციონალური მოძრაობა და ევროპა. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს მოთხოვნა, ისევე, როგორც სხვა მოთხოვნები, რომლებიც წარსულში წამოაყენეს, ცინიკურად და ღიმილის მომგვრელად გამოიყურება. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ისინი მმართველ გუნდს 9 აპრილამდე აძლევენ დროს იმისთვის, რომ ოცნებამ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად სამუშაოები რეალურად დაიწყოს. 9 აპრილს კი ხაბეიშვილმა რუსთაველზე აქცია დააანონსა.

კომენტარები