აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

"მზად ვარ, შევხვდე ყველას, ვინც ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობს" – იოსელიანი სტუდენტებს

FB/Public Defender of Georgia

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 7-9 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე სტუდენტების ნაწილის საჯარო მიმართვას გამოეხმაურა. იოსელიანის თქმით, ის მზად არის, შეხვდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.

14 მარტს სტუდენტების ნაწილმა საქართველოს სახალხო დამცველს TV პირველის ეთერით მიმართა და მათივე თქმით, მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვა.

კომენტარები