ევროკავშირი-საქართველო

ფოტიგა: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გაიაზრებს ისე, როგორც გამომსვლელებს ესმით

უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა გულისხმობს დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში.

ქართველი ხალხი კარგად იაზრებს ამ ყველაფერს. ეს არის გარდამტეხი წერტილი ყველა ჩვენგანისათვის, რომლებიც ამ კონკრეტულ რეგიონში ვიმყოფებით. შესაბამისად, ვაფიქსირებ ჩემს აღფრთოვანებას ამ ადამიანების სიმამაცისადმი, რომლებმაც ღიად გააპროტესტეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის ტყვის, პატიმრობაში ყოფნა არის იმის ნიშანი, რომ ეს აუარესებს საქართველოს ევროპული მომავლის პოტენციალს და იმედია, საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს იაზრებს ისე კარგად, როგორც გამომსვლელები თბილისსა და სხვა ქალაქებში. 

ამბობს ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა.

კომენტარები